ნიგერიის ნაკრები აფრიკის თასის ფინალშია. ჟოზე პეშეიროს გუნდმა ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
ამ შეხვედრებში გოლები მხოლოდ პენალტებით გავიდა: 67-ე წუთზე ვილიამ ტროსტ-ეკონგმა გახსნა ანგარიში, რასაც ბოლო წუთზე ტებოჰო მოკოენამ უპასუხა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
კომპენსირებულ დროში არაფერი შეცვლილა და მატჩი 1:1 დასრულდა, გამარჯვებული გამოსავლენად კი პენალტების სერია დაინიშნა, სადაც ნიგერიამ 5-დან 4-ჯერ ზუსტად დაარტყა, ხოლო „ბაფანა ბაფანამ“ 4-დან მხოლოდ 2 პენალტი გაიტანა და „სუპერ არწივებმა“ 4:2 მოიგეს.
ნიგერიის ნაკრები აფრიკის თასის ფინალში 11 თებერვალს, კოტ დივუარსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თავად მიმდგარი არიან კონკურენტ გუნდებზე,როგორც ვიცი დორტმუნდმა ფიცი დადო,რომ ბაიერნს ფეხბურთელს არ მიყიდიან,ახლა ლაიფციგს მიდგნენ და მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად აჩანაგებენ,ჰოდა თავიანთ 33 წლის (რა თქმა უნდა ძალიან მაგარ ფეხბურთელს) ასე ძვირად აფასებენ!!!ამიტომ არ მიყვარს ფეოდალურ-ბატონყმური ბუნდესლიგა,კიდევ უფრო გაღრმავდება სხვაობა მაგათსა და სხვა ტოპ ლიგებს შორის,პრემიერლიგას და ლა ლიგას არ ვგულისხმობ,სერია ა და ლიგა 1-ც შორს ჩამოიტოვებენ მაგათ!
levana magaria