ქართველი ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი კარიერას „ქოჯაელისპორში“ გააგრძელებს. ინფორმაცია თურქული კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა.
ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ხარაიშვილმა ბოლო სეზონი იჯარით „დინამო თბილისში“ გაატარა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი მანამდე „ფერენცვაროშში“, „გიოტებორგსა“ და „საბურთალოში“ თამაშობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 6 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.
„ქოჯაელისპორი“ თურქეთის პირველ დივიზიონში თამაშობს და სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძვის. ამ გუნდის ღირსებას გიორგი ბერიძეც იცავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუნდაც მეორე დივიზიონი
შვეფეთის ჩემპიონატს მაინც მირჩევნია
მიუხედავათ იმისა რომ ეს მეორე დივიზიონიაა
ჯერ თურქეთით დაიწყოს
ცუდი არ არის