ფრანგულ „მეცს“ ღრმა კრიზისი აქვს და ლიგა 1-ში ზედიზედ 7 მატჩი წააგო. ლაშლო ბოლონის გუნდს დაცვაში უჭირს, მაგრამ განსაკუთრებით შეტევაში, რაზეც ერთი სტატისტიკა ნათლად მეტყველებს.
გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „მეცის“ 4 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 2 საგოლე პასი), რითაც გუნდში საუკეთესოა... ამ ამბავში ფრანგული გუნდისთვის სავალალო ისაა, რომ მიქაუტაძეს მხოლოდ 6 მატჩი აქვს ჩატარებული და ნახევარი სეზონი სხვა გუნდში გაატარა...
ხსენებული მარტივი სტატისტიკაც ნათლად მიანიშნებს ფრანგული კლუბის პრობლემებზე.
„მეცი“ უახლოეს მატჩს 9 თებერვალს, „მარსელის“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს, რომელსაც პირველ წრეში მიქაუტაძემ გოლი გაუტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიქას ძაან ცუდათ დაემთხვა ეს ყველაფერი
აქ გადმოვიდა და გუნდი გასავარდნ ზონაშია
აიაქსში წავიდა და სიაქსი საშინლათ გამოიყურებოდა
მოკლეთ წელს მიქას ბედი არ წყალობს