ტურინული გამოცემა Toro.it „სალერნიტანასთან“ საბა საზონოვის თამაშს გამოეხმაურა. ქართველმა მცველმა მოედანზე 80 წუთი გაატარა და უშეცდომო არ ყოფილა.
ამასთან დაკავშირებით გამოცემამ დაწერა, რომ ზრდის პროცესი ჯერ კიდევ გრძელია:
„ქართველი მცველი „კალიარისთან“ ბოლო წუთებზე თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო, გადამწყვეტიც იყო, ხოლო „სალერნიტანასთან“, როდესაც ძირითადში ათამაშეს, მოლოდინი ძალიან მაღალი იყო, თუმცა, იმედგაცრუება გამოიწვია.
ზრდის გზა ძალიან გრძელია - ისეთი გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც ტამეზე და როდრიგესი არიან, ქართველი არ იყო დამაჯერებელი, ბევრჯერ არასწორად ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც ყვითელი ბარათიც მიიღო. მეორე ტაიმში „ტოროს“ 15 ნომერმა მოუმატა, მაგრამ განსაკუთრებული ეფექტების გარეშე, მე-80 წუთზე კი შეცვალეს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს მიმდინარე სეზონში 7 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ იყო.