კალათბურთი

1:00 | 6.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 11 ქულა სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად „ტრევიზო“ ძალიან ადვილად დაამარცხა 100:61 დაამარცხა.

ლუკა ბანკის გუნდმა მეტოქეს ყველაფერში აჯობა და საბოლოო გამარჯვებაც მარტივად მოიპოვა.

თორნიკე შენგელიამ 18 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუს ბოლონია“ 14 მოგებით და 5 წაგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 11 თებერვალს, „სკაფატის“ უმასპინძლებს.

0.114795