ძიუდო

23:56 | 5.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი წლის საუკეთესო ძიუდოისტად აღიარეს

ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2023 წლის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად დაასახელა.

გრიგალაშვილმა ამ ჯილდოსთვის ბრძოლაში ქართველ ლუკა მაისურაძეს, იაპონელ ჰიფუმი აბეს, ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს და შვეიცარიელ ნილს შტუმპს აჯობა. აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილი ზედიზედ მეორედ დაასახელეს წლის საუკეთესო ძიუდოისტად.

2023 წელს ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ ქალთა შორის წლის საუკეთესო ძიუდოისტის წოდება იაპონელ უტა აბეს ერგო.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.110337