ფეხბურთი

21:30 | 5.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - რუმინეთი | ფუტსალის ნაკრების წლის პირველი მატჩები

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

5 თებერვალს, ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში სპორტკომპლექს არენა 2-ში გამართა. ტრავმირებული ბექა ტყემალაძის ნაცვლად, გუნდს თორნიკე ბუკია შეუერთდა, რომელმაც გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.

საქართველოს და რუმინეთის ამხანაგური მატჩები 6 და 7 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ორივე შეხვედრა 18:00 დაიწყება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია. მატჩების პირდპირ რეპორტაჟს სფფ-ის Livestream.com-ის არხზე შემოგთავაზებთ.

მზადების პროცესის შესახებ და მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გააკეთა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი), ვახტანგ ტერუნაშვილი (არმია, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ბექა ბექაური (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ლევან სვანიძე (პსპ), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ), ჯანო გიორგაია (თსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ჯანო კვარაცხელია (სიბირიაკი, ნოვოსიბირსკი, რუსეთი), ლუკა ფარცვანია (კსუ), რონინიო (ნიუ ვიჟენი, თბილისი)

NAKREBI.GE

0.112432