ფეხბურთი

19:13 | 5.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი კომენტატორი: "კვარაცხელია დარტყმისთვის რომ მოემზადა, მივხვდი, რომ გოლს გაიტანდა"

იტალიელმა კომენტატორმა ფრანჩესკო რეპიჩემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ სტრატოსფერული გოლი გაიტანა. როგორც მან აღნიშნა, წუხს, რომ ამ თამაშის წაყვანის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

„ვწუხვარ, რომ ამ თამაშის კომენტირების საშუალება არ მქონდა. კვარაცხელიას გოლი წარმოუდგენელი იყო, სტრატოსფერული გოლი გაიტანა, ჯერ კიდევ დარტყმის მომზადების მომენტში მივხვდი, რომ გოლს გაიტანდა. ქართველმა ჩემპიონის კლასი გამოავლინა.

კვარაცხელიამ გატანა მანამდეც სცადა, მაგრამ მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. „ნაპოლი“ მთელი თამაში არ დანებებულა, მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოდა და მიზანსაც მიაღწია. ჩემი აზრით, აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო“, - თქვა რეპიჩემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას“ მიმდინარე სეზონში მესამედ გაუტანა, სულ კი, სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი. გავიხსენოთ, რომ იტალიურ კარიერაში სადებიუტო გოლიც „ვერონას“ გაუტანა... მიმდინარე სეზონში მას 29 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლი“ 35 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 11 თებერვალს, „მილანს“ სტუმრად შეხვდება.

0.115322