ფეხბურთი

17:37 | 5.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მბაპეს შეცვლას ოსიმენით აპირებს

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი „პარი სენ-ჟერმენს“ დაუკავშირეს. როგორც The Telegraph-ი იტყობინება, ნიგერიელი ფეხბურთელი პარიზში კილიან მბაპეს შემცვლელად ესახებათ.

ცოტა ხნის წინ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ოსიმენი კარიერას ინგლისში, „რეალში“ ან პსჟ-ში გააგრძელებს. მოკლედ, დიდი შანსია, მან ზაფხულში იტალია დატოვოს.

ბრიტანული მედიის ცნობით კი, აფრიკელი კილიან მბაპეს მემკვიდრედ ესახებათ პარიზულ კლუბში, რომელიც მზადაა „ნაპოლის“ 130 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს და 119 მატჩში 67 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ვოლფსბურგის“, „შარლერუასა“ და „ლილის“ ღირსებას იცავდა.

0.12052