ფეხბურთი

2:00 | 5.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" დიდი განაცხადი ჩემპიონობაზე

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის და შეიძლება, სეზონის მთავარ შეხვედრაში „ინტერმა“ „იუვენტუსი“ დაამარცხა და ჩემპიონობაზე ძალიან ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

მატჩი როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი ერთადერთმა გოლმა, უფრო სწორად, ავტოგოლმა გადაწყვიტა. მთლიანობაში მილანელებმა აჯობეს მეტოქეს და მეტი საგოლე მომენტიც შექმნეს.

37-ე წუთზე ფედერიკო გატი მარკუს ტურამის განეიტრალებას ცდილობდა, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ყველაფერი ამან გადაწყვიტა. მანამდე იყო დუშან ვლაჰოვიჩის მაგარი მომენტი, მაგრამ სერბი ფორვარდი საშინლად გაისარჯა და მარტივ სიტუაციაში ბურთი ძალიან ცუდად გააჩერა, რითაც მეტოქე გადაარჩინა.

მეორე ნახევარში „იუვე“ ერთხელ ძელმა იხსნა, ორჯერ ვოიცეხ შჩესნიმ, პოლონელმა მეკარემ საოცარი სეივები მიითვალა, მაგრამ შეტევაში ტურინელებს არაფერი გამოუვიდათ, ყველაზე რეალური ფედერიკო გატის შორეული დარტყმა იყო, რომელიც კარს მცირედით ასცდა.

„იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში მეორედ წააგო, 23 სექტემბრის შემდეგ კი პირველად. შედეგად, 53 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ინტერს“ 57 ქულა აქვს, თანაც, თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და სკუდეტოსთან უკვე ძალიან ახლოს მივიდა.

„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 გატი (37, ა.გ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112207