ფეხბურთი

0:40 | 5.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი მსაჯი: "კვარაცხელიაზე წესები დაირღვა და პენალტი უნდა დანიშნულიყო"

„ნაპოლისა“ და „ვერონას“ მატჩის პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელია პენალტის დანიშვნას ითხოვდა, თუმცა მომენტი მსაჯისა და VAR-ის მხრიდან უყურადღებოდ დარჩა.

ეს ეპიზოდი გაარჩია ტელეკომპანია DAZN-ის რეპორტიორმა, ვეტერანმა მსაჯმა ლუკა მარელიმ, რომელმაც თქვა, რომ პენალტი დასანიშნი იყო.

„მსაჯების გუნდის მხრიდან კაბალ-კვარაცხელიას ეპიზოდის მიმართ ზედაპირული შეფასება იყო. კაბალი ბურთამდე ქართველის ფეხს ეხება და ჩემთვის ეს საკმაოდ მკაფიო პენალტია“, - განაცხადა მარელიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „ვერონა“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი 87-ე წუთზე სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

0.118377