ფეხბურთი

22:10 | 4.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "მეკარეზე შური სუფთა კლასის გოლით იძია"

„ნაპოლიმ“ სერია A-ს 23-ე ტურში „ვერონა“ ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლით 2:1 დაამარცხა. იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავი თამაში ბუნებრივია, რომ სათანადოდ შეაფასა:

Eurosport 7.5 ქულა: „როცა უბიძგებს, ყოველთვის აშინებს მეტოქეს. გვიანი გოლი სუფთა კლასის ძვირფასი ქვაა. დღეს MVP ის არის“.

Calcionapoli1926 7.5 ქულა: „შესანიშნავი პირველი ტაიმი ჰქონდა, რომელშიც მხოლოდ გოლი დააკლდა. კარგი დასაწყისი, მონტიპომ შეუშალა გოლის გატანაში ხელი, მაგრამ არ ნებდება და ყველანაირად ცდილობს გატანას. მან მიზანს მიაღწია ბოლოს, როდესაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა ისეთივე სანახაობრივი, როგორიც მისი თამაში იყო“.

Calciomercato 7.5 ქულა: „დიდებულად დაიწყო, მოედნის ყველა წერტილში იყო და „ვერონას“ მცველებს მისი შეჩერება უჭირდათ. პირველ ტაიმში ორჯერ სახიფათოდ დაარტყა და მონტიპომ მოიგერია. წააქციეს საჯარიმოშიც, მაგრამ პაირეტომ პენალტი არ დანიშნა. გუნდი მხრებით წაიყვანა და ბოლომდე არ დანებდა. შემდეგ ბრწყინვალე გოლით მატჩის ბედი გადაწყვიტა“.

Tuttomercatoweb 7.5 ქულა: „როდესაც მას აანთებ (და მის გასანათებლად უბრალოდ უნდა მისცე ბურთი და ცოტა სივრცე), მთელ „ნაპოლის“ ცეცხლი ეკიდება. ის ასევე გახურდა გულშემატკივრების მოწოდებებით. მხოლოდ მონტიპომ შეუშალა ხელი პირველ ტაიმში ორჯერ გოლის გატანაში, მაგრამ მან ბოლოს შური იძია მეკარეს ჩემპიონის დარტყმით, რომელიც 3 ქულის ტოლფასია. მისი დარტყმა უმაღლესი ხარისხის იყო“.

Tuttonapoli 8 ქულა: „შესანიშნავად დაიწყო, მონტიპომ ორჯერ არ გაატანინა გოლი, მაგრამ თამაში მოგიო გიჟური, ჩემპიონატის MVP-ის შესაფერისი მოქმედებით“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას“ მიმდინარე სეზონში მესამედ გაუტანა, სულ კი, სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი. გავიხსენოთ, რომ იტალიურ კარიერაში სადებიუტო გოლიც „ვერონას“ გაუტანა... მიმდინარე სეზონში მას 29 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ 35 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 11 თებერვალს, „მილანს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132777