იტალიურ მედიაში საბა საზონოვის თამაში შეაფასეს, რომელმაც „ტორინოსა“ და „სალერნიტანას“ შეხვედრაში მოედანზე 80 წუთი გაატარა. მას საშუალო ქულები ერგო, რადგან უნაკლოდ ნამდვილად უთამაშია.
Torinogranata 5.5 ქულა: „პირველი მატჩი ძირითად შემადგენლობაში „ვერონას“ შემდეგ, როდესაც ტრავმის გამო მოედნის დატოვება ნახევარ საათში მოუწია. მან რამდენჯერმე დაკარგა ბურთი, თანაც საკმაოდ მარტივ სიტუაციებში. ჩაუნასთან ერთ მომენტში გაუჭირდა, მაგრამ ორი მცდელობის შემდეგ აჯობა. მე-80 წუთზე შეცვალეს“.
Eurosport 5.5 ქულა: „როგორც ბონჯორნოს შემცვლელი, საუკეთესო არ არის, იღებს ყვითელ ბარათს, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია და ხშირად ერთი-ერთზე თამაში უჭირდა ჩაუნასთან, რომელიც სისწრაფეში თითქმის ყოველთვის სჯაბნიდან. ბოლოსკენ შეცვლასაც წარუმატებელი თამაშის სუნი ასდის“.
Calciomercato 6 ქულა: „ქართველმა ბონჯორნო შეცვლა დაცვის ცენტრში. ჩაუნა მას განსაკუთრებულ პრობლემებს ვერ უქმნის, მაგრამ „გრანატას“ მცველმა ცხოვრება რამდენჯერმე თვითონ გაირთულა. თუმცა, საშუალო დონეზე ითამაშა“.
Tuttomercatoweb 5.5 ქულა: „მოედანზე ბონჯორნოს შემცვლელად გავიდა, რამდენჯერმე მარტივ სიტუაციაში შეცდა, ასევე იღებს ყვითელ ბარათს“.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 7 მატჩი აქვს ჩატარებული, „ტორინო“ კი 32 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 10 თებერვალს, „სასუოლოს“ ესტუმრება.