ესპანეთის ლიგა ენდესას 21-ე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ „ბასკონიას“ უმასპინძლა, რომელიც 95:78 დაამარცხა.
გიორგი შერმადინმა 22 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 2 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18-ს გაუტოლდა.
„ლენოვო ტენერიფე“ 12 მოგებით და 9 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 თებერვალს, „სარაგოსას“ ესტუმრება.