ფეხბურთი

17:55 | 4.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვის 80 წუთი "სალერნიტანასთან" და "ტორინოს" უგოლო ფრე

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში „სალერნიტანას“ წინააღმდეგ საბა საზონოვმა „ტორინოს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, რაც მეორედ მოხდა.

პირველად დიდი ხნის წინ „ვერონასთან“ და მაშინ ტრავმის გამო პირველივე ტაიმში შეცვალეს. მოედანზე შეუცვლელად საბა არც ამჯერად ყოფილა, ივან იურიჩმა ის მე-80 წუთზე შეცვალა.

საბას უნაკლოდ არ უთამაშია, მცირე ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, რომ თამაშზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და რიგ მომენტებში ძალიან კარგადაც გაისარჯა. მან პირველი ტაიმის შუაში ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩი ძალიან უფერული გამოვიდა და 0:0, სრულად ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. არც ერთ გუნდს გოლის გასატანად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია.

საბა საზონოვს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 7 მატჩი აქვს ჩატარებული, „ტორინო“ კი 32 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 10 თებერვალს, „სასუოლოს“ ესტუმრება.

0.113104