ლეგენდარული ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოში სუმოდან გააცილეს.
ტრადიციული რიტუალი დანპაცუ-შიკი, რომელიც თმის შეჭრას მოიცავს, დღეს გაიმართა. სუმოდან წასულ სპორტსმენებს სწორედ ასე აცილებენ.
ტოჩინოშინის დებიუტი სუმოში ჯერ კიდევ 2006 წლის მარტის ბაშოზე შედგა. მას შემდეგ მან 80-ჯერ ელიტარულ დივიზიონში იასპარეზა, ასევე გამოდიოდა მეორე დივიზიონში.
ლევანის ყველაზე დიდი წარმატება 2018 წლის იანვრით თარიღდება, როდესაც უმაღლესი ტიტული, იმპერატორის თასი მოიგო და 7 ბაშოს განმავლობაში ოძეკის სტატუსით გამოდიოდა. ტოჩინოშინს კარიერაში დადებითი ბალანსი აქვს - 681 გამარჯვება და 615 მარცხი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვიღაცა ხომ უნდა იყოს მის მაგივრათ
ეხლა ის მაინტრესებს მის მაგივრსთ ვინ მივა
ამისთვის დიდ მაფლობას ვეტყვი
ბევრჯერ გვასახელა
კაი კაცია
ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში ლევან. მადლობა იმ ემოციებისთვის, რაც შენი ორთაბრძოლებით განგვაცდევინე.