ფეხბურთი

12:18 | 4.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "რა საჭიროა მატჩამდე გასახდელში კამერები, ფეხბურთელების კვერცხების ყურება სანახაობაა?"

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ყოველთვის გამოირჩევა ხმაურიანი განცხადებებით და არც ამჯერად ყოფილა გამონაკლისი.

მან სერია A-ს ხელმძღვანელობა გააკრიტიკა, მაგალითად იმისთვის, რომ მატჩის დაწყებამდე გასახდელში კამერებით შედიან და ნახევრად შიშველი ფეხბურთელების კადრებს ტელევიზიით გადასცემენ.

„სერია A-ს ხელმძღვანელობა კატასტროფაა, სრული უუნარობის გროვა. მაქვს იდეა, რომ გავაუქმოთ მატჩისწინა პრესკონფერენციები, მწვრთნელი თამაშის წინ მშვიდად უნდა დავტოვოთ, რათა მხოლოდ თამაშსა და შემადგენლობაზე იფიქროს. სხვა რაღაცების წინააღმდეგიც ვარ, მაგალითად, გასახდელში მატჩის წინ ტელეკამერების ყოფნის, რა საჭიროა? რას ვაჩვენებთ? სისულელეს? სერია A ტელევიზიებში ყიდის გასახდელში მყოფი ნახევრად შიშველი ფეხბურთელების კადრებს, რომლებსაც სათესლე ჯირკვლები უჩანთ, ეს არის სანახაობა? არც მატჩის შემდგომი ინტერვიუები მომწონს, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს დასვენების საშუალება უნდა მივცეთ, მეორე დღეს კი, უკვე შესაძლებელია მატჩის შეფასება“, - თქვა დე ლაურენტისმა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონის წინ სერია A-ს სატელევიზიო რეპორტაჟებზე სიახლეა, თამაშის წინ, როდესაც ფეხბურთელები მოედანზე გასასვლელად ემზადებიან, მათ გასახდელში კამერებით აფიქსირებენ და ეს კადრები სატელევიზიო რეპორტაჟზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

0.113857