„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ თავის მომავალთან დაკავშირებით, როგორც ჩანს გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც Le Parisien-ი იტყობინება, ფრანგმა გადაწყვიტა, რომ მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. მეტიც, ვარაუდობენ, რომ „რეალი“ მომდევნო კვირაში ფრანგი ვარსკვლავის ტრანსფერს დაადასტურებს.
კილიანი „სამეფო კლუბის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, ხოლო პსჟ-ს ვერაფერს მიიღებს, რადგან ფეხბურთელის კონტრაქტი 30 ივნისს იწურება და შესაბამისად, მადრიდელებს მისი უფასოდ დამატება შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ კარიერა „მონაკოში“ დაიწყო, ხოლო 2017 წლიდან „პარი სენ-ჟერმენის“ წევრია და 288 შეხვედრაში 241 გოლი აქვს გატანილი, რითაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.