აზიის თასზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ბოლო ნახევარფინალისტი მასპინძელი კატარი გახდა.
კატარელებმა უზბეკეთს დაძაბულ ბრძოლაში აჯობეს. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტებში კი კატარმა 3:2 გაიმარჯვა.
ამრიგად, აზიის თასის ნახევარფინალში 6 თებერვალს იორდანია სამხრეთ კორეას, ხოლო 7 თებერვალს ირანი კატარს დაუპირისპირდება.