„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ უპასუხა ესპანურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ერლინგ ჰოლანდი „სიტიში“ უკმაყოფილოა.
„ჩვენ არ გვაქვს იმის განცდა, რომ ერლინგი უკმაყოფილოა. შესაძლოა, ესპანურ მედიას, განსაკუთრებით მადრიდულს, ჩვენზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეს... როცა ვინმე 50 გოლს გაიტანს, ყველას მისი შურს. თუმცა, ის გააგრძელებს გოლების გატანას, ამას აკეთებდა ჩვენამდე, აკეთებს ჩვენთან და გააკეთებს მომავალშიც, სადაც არ უნდა იყოს. ის განსაკუთრებული ბიჭია. პრობლემა ისაა, რომ როდესაც ამ დონემდე მიდიხარ, ყველა მისგან მოელის, რომ თამაშში 3 გოლს გაიტანს. ეს არ არის ვირტუალური ფეხბურთი, რეალობა სხვანაირია და ხანდახან ისეთი ბრწყინვალე არ ხარ, მაგრამ სტატისტიკა მაინც საოცარი აქვს და გააგრძელებს გოლების გატანას“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
2006 წელი გაიმეორა ვილიარელმა?..
არადა, ხომ ვამბობდი... ))
ნაყომარებია))
ბოდიშს ვუხდი ვილიარეალს მესის გარეშე დარჩენილ ვალვერდე-სეტიენ-კუმანის ბარსელონას რომ ვადარებდი)))ეჭვიც არ მეპარებოდა რომ თავს არ შეირცხვენდნენ ბავარიასთან მაგრამ თუ გააგდებდნენ ნაღდად არ მეგონა.ბრავო ვილიარეალი და ეს ემერი ახლა ნაღდად უტ..ნავი გახდა)))მეტად დააფასეთ ლა ლიგა.არაერთხელ მითქვამს რომ იმ ფულის ნახევარიც კი რომ მოხმარდეს ესპანეთს რაც ინგლისს ხმარდება ფეხბურთის ზეიმს ვნახავდით
ჩაწყობილი იყო არაა? მარტო ბარსელონას წაგებები როგორ არის კაცო ჩაწყობილი? ვილიარეალი არის დეგენერატი გუნდი რა ვილიარეალი. აწი ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში კი არა საერთოდ ჯგუფშიც ვერ მოხვდებიან კიდე ბევრი წელი. ოთხეულში ბოლოს როდის იყო საერთოდ ვილარეალი
თვითონ თამაშს არაფერი ეტყობოდა ჩაწყობილის(ანუ მზეობა არავის გაუკეთებია ისეთი რომ აშკარა ყოფილიყო ჩაწყობის ნიშნები,მაგალითად ისეთი რაც ალბამ აკეთა ენფილდზე) და წინასწარ მასე წყნარი თამაში თუ მოილაპარაკეს ეგ აღარ ვიცი)))
კამფეტ