ფეხბურთი

21:45 | 2.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

აზიის თასი: სამხრეთ კორეა ზედიზედ მეორედ ბოლო წუთზე გადარჩა და ნახევარფინალშია

აზიის თასზე მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო და ორი ნახევარფინალისტი გაირკვა. სამხრეთ კორეამ ავსტრალია დამატებით დროში დაამარცხა.

იურგენ კლინსმანის გუნდი მერვედფინალში საუდის არაბეთთან მარცხს 99-ე წუთზე გატანილი გოლით გადაურჩა, მერე პენალტებში იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ბედად, ახლაც იგივე მოხდა.

ავსტრალიის ნაკრები 42-ე წუთზე გუდვინმა დააწინაურა და ძალიან ახლოს იყო ნახევარფინალთან, მაგრამ ამჯერად 96-ე წუთზე ჰვან ჰი-ჩანმა პენალტით გაათანაბრა და პრაქტიკულად წაგებული თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. იქ კი, 104-ე წუთზე ჰონ მინ-სონმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ამრიგად, ზედიზედ მეორედ სამხრეთ კორეამ დრამატულ ბრძოლაში მოიგო და მომდევნო ეტაპზეა.

ნახევარფინალში გავიდა იორდანიის ნაკრებიც, რომელმაც ტურნირის აღმოჩენა ტაჯიკეთი 1:0 დაამარცხა. მოგეხსენებათ, ტაჯიკეთის ნაკრებს საქართველოს ეროვნული და 21-წლამდე ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, პეტარ სეგრტი ავარჯიშებს, მისი ასისტენტები კი გელა შეყილაძე და თაზო ბოკერია არიან. ტაჯიკეთმა საბოლოოდ, ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულა.

ნახევარფინალში 6 თებერვალს იორდანია და სამხრეთ კორეა შეხვდებიან, იქამდე ხვალ ორი მეოთხედფინალია: ირანი - იაპონია და კატარი - უზბეკეთი.

თეგებიაზიის თასი
0.12124