ფეხბურთი

22:31 | 2.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის მორიგი გოლი გერმანიის II ბუნდესლიგაში (+VIDEO)

გერმანიის II ბუნდესლიგის მეოცე ტურში „კარლსრუე“ შინ „ვეენს“ დაუზავდა - 2:2. კრისტიან აიხნერის გუნდი ორჯერ იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ქულას დასჯერდა.

ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა. სწორედ მან გახსნა ანგარიში 35-ე წუთზე, როცა ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი. ქართველი ფორვარდი მოედანზე 88-ე წუთამდე იყო.

ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის ნოემბრის მიწურულიდან მოყოლებული თავი ექვსჯერ გამოიჩინა, პლუს ამას ორი გოლი ამხანაგურ მატჩებში მიითვალა. ასე რომ შესანიშნავ ფორმაშია.

„კარლსრუეც“ კარგ ფორმაშია, რადგან სექტემბრის მერე არ დამარცხებულა ბოლო 8 შეხვედრაში და 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 10 თებერვალს, „ბრაუნშვაიგს“ ესტუმრება.

0.128306