ფეხბურთი

20:48 | 2.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" პიოტრ ჟიელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის განახლებულ განაცხადში პიოტრ ჟიელინსკი არ შეიყვანა. კლუბმა უეფაში გააგზავნა სია იმ ფეხბურთელებისა, რომლებსაც მიმდინარე სეზონის პლეი-ოფში დაეყრდნობა.

სიაში არ არის პოლონელი ნახევარმცველი, რაც მოულოდნელია, თუმცა მან კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა და როგორც ჩანს, ამის გამო დასაჯეს. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩნენ დიეგო დემე და ლეანდერ დენდონკერი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

ვალტერ მაძარის გუნდის განაცხადი ასეთია:

კაიუსტი, გოლინი, ლინდსტრომი, ლობოტკა, მაძოკი, ნგონგე, ჟუან ჟეზუში, ოლივერა, ოსიმენი, ოსტიგორი, რაჰმანი, მარიო რუი, სიმეონე, ტრაორე, დი ლორენცო, მერეტი, პოლიტანო, რასპადორი, კონტინი, კვარაცხელია, ნათანი, იდასიაკი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13277