ფეხბურთი

20:15 | 2.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

არველაძის "კარაგუმრუკი" აბურჯანიას "ჰატაისპორთან" დამარცხდა

თურქეთის სუპერკიგის 24-ე ტურში გიორგი აბურჯანიას „ჰატაისპორმა“ შოთა არველაძის „კარაგუმრუკი“ 3:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმის მიწურულსა და მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი გოლებით მოიპოვეს ორბურთიანი უპირატესობა და ადვილად მოიგეს. აბურჯანია განაცხადში არ იყო, შესაბამისად, არ უთამაშია.

„ჰატაისპორი“ 28 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო „კარაგუმრუკი“ 24 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს, მომდევნო ტურში კი 10 თებერვალს, „პენდიკსპორს“ უმასპინძლებს.

0.12011