ფეხბურთი

17:10 | 2.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძეზე პირველივე დღიდან შეყვარებული ვარ"

„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ვალერიენ ისმაელი გიორგი ჩაკვეტაძის გამოსყიდვას გამოეხმაურა და როგორც ჩანს, ფრანგი სპეციალისტი ამ ფაქტით ძალიან ბედნიერია.

როგორც მან აღნიშნა, პირველივე დღიდან გიორგიზე შეყვარებულია:

„პირველივე დღიდან შეყვარებული ვარ გიორგიზე, ის აქ ყველას უყვარს. მას ფეხბურთისადმი შესანიშნავი დამოკიდებულება აქვს და მისთვის კარგია იმის ცოდნა, რომ ახლა ეს მისი სახლია“, - თქვა ისმაელმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ ღირსება მიმდინარე სეზონში 26 მატჩში დაიცვა, თავის გამოჩენა კი, 1 გოლით და 2 საგოლე პასით მოახერხა.

0.11499