ძიუდო

16:40 | 2.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს უმედლო სტარტი პარიზის გრანდ სლემზე

პარიზის გრანდ სლემი საქართველოსთვის წარუმატებლად დაიწყო და პირველ საშეჯიბრო დღეს ორივე ქართველი ძიუდოისტი უმედლოდ დარჩა.

60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა ვიეტნამელი დუკ დატ ჩუ დაამარცხა, მაგრამ შემდეგ უკრაინელ არტიომ ლესიუკთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. ამავე წონაში უნდა გამოსულიყო ლუხუმ ჩხვიმიანი, მაგრამ ტურნირს ჩაეხსნა.

66 კგ წონით კატეგორიაში პირველი წრეში გამოეთიშა ასპარეზობას თენგო ზირაქაშვილი. ამავე წონაში ლაშა ნადირაძეს უნდა ეასპარეზა, მაგრამ ტატამიზე არ გასულა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემი შაბათ-კვირას კიდევ გაგრძელდება და ქართველი ძიუდოისტებიც იასპარეზებენ.

0.147387