ლუის ჰემილტონი 2025 წლიდან „ფერარის“ წევრი იქნება. ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, მაგრამ ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა.
„მერსედესმა“ დაადასტურა, რომ 2024 წლის სეზონი ბრიტანელისთვის გუნდში ბოლო იქნება, ხოლო იტალიელებმა გუნდში გაისად მისი მისვლის ამბავი დაადასტურეს, შესაბამისად, 2025 წლიდან ის იტალიურ საჯინიბოს შეუერთდება.
ლუის ჰემილტონი „ფერარიში“ კარლოს საინსს შეცვლის და შარლ ლეკლერთან ერთად დაიცავს იტალიური გუნდის ღირსებას.
შეგახსენებთ, რომ ლუის ჰემილტონი მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი და ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მრბოლელია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მესი მაგარი კაცია,მისული არაა პარიზში და უკვე საძმოს იწვევს იქაც)))ისე ბარსას გამოადგება ეს გაცვლა,იკარდი აგუეროს ჯობია დღეს,ბოლო-ბოლო ასაკის გამო და მესიც ბედნიერი იქნება ჯერ იმით რომ აგუეროს წაიყვანს და მეორე იმით რომ იკარდის მოიშორებს რომელიც არ ევასება