ფეხბურთი

0:17 | 2.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე: "ჩემი და "უოტფორდის" მენტალიტეტი ერთნაირია, აქ ბედნიერი ვარ"

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდმა“ გამოისყიდა, შესაბამისად, ბელგიურ „გენტთან“ მას აღარაფერი აკავშირებს.

ქართველმა ფეხბურთელმა ინგლისური კლუბის ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია.

„მოხარული და ბედნიერი ვარ კონტრაქტის გაფორმებით. ყველაფერს შევეჩვიე - თანაგუნდელებს, პერსონალს და ჩვენს საოცარ გულშემატკივრებს. ბედნიერი ვარ, „უოტფორდის“ ნაწილი ვარ. აქ ყველაფერი მომწონს, მუშაობისადმი მიდგომა და მაღალი პროფესიონალიზმი. შესანიშნავი გარემოა განვითარებისა და ფეხბურთით სიამოვნებისთვის.

ქვეყნების შეცვლა შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მაგრამ აქ ყველაფერს სწრაფად შევეჩვიე და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. წინ ბევრი გამოწვევაა, რომელსაც ყველა ერთად გადავლახავთ. რა თქმა უნდა, მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა. ეს ყველას გვინდა - ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს.

მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივარ და მიხარია, რომ „უოტფორდსაც“ ასეთი მენტალიტეტი აქვს. ყოველთვის ვცდილობთ დადებითი შედეგის მიღწევას, სხვა ნებისმიერი შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი.

მინდა, მადლობა გადავუხადო „უოტფორდის“ გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და მადლიერებისთვის, რასაც მათგან ვგრძნობ. პირველივე თამაშის შემდეგ მათგან დიდი სიყვარული ვიგრძენი და მიხარია, რომ ეს სიყვარული უფრო და უფრო იზრდება. ეს მაძლევს მეტ სიმშვიდეს და თავდაჯერებას. მინდა, ერთად ბევრი გამარჯვება ვიზეიმოთ და ლამაზი მოგონებები შევქმნათ. ძალიან მაგარი გულშემატკივრები გვყავს და ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან, ეს ერთი დიდი ოჯახია“, - თქვა ჩაკვეტაძემ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ ღირსება მიმდინარე სეზონში 26 მატჩში დაიცვა, თავის გამოჩენა კი, 1 გოლით და 2 საგოლე პასით მოახერხა.

0.114892