ფეხბურთი

23:18 | 1.02.2024 | ნანახია NaN - ჯერ

კომანის ტრავმის გამო "ბაიერნმა" ესპანელი შემტევი 6 თვით ადრე დაიმატა

„ბაიერნს“ ესპანელი ნახევარმცველი ბრაიან სარაგოსა დაგეგმილზე 6 თვით ადრე შეუერთდა.

გერმანელებმა „გრანადას“ შემტევი შემოდგომაზე იყიდეს, მაგრამ ის მიუნხენში ზაფხულიდან უნდა გადაბარგებულიყო. თუმცა, კინგსლი კომანის სერიოზული ტრავმის გამო, გერმანელებმა ფეხბურთელი თავისთან ნაადრევად იხმეს.

ამრიგად, სარაგოსა, რომელსაც „გრანადაში“ 58 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, ამიერიდან უკვე „ბაიერნისთვის“ გაირჯება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:41 | 28.02.2019
Digmeli (188)

სიმპატიური გუნდია და სულშერის ხელში ლამაზად თამაშობენ ზაფხულში მცველებსაც იყიდიანდა ჩემპიონობის შანსი ექნებათ.

15:39 | 28.02.2019
salazar (1835)

ბრავო!

განახევრებული შემადგენლობითაც თუ მოიგებდნენ ნაღდად არ მეგონა.
კარგი იქნება მეოთხეზე თუ გავლენ.
იქით ევროპა ლიგაზე დახოცონ ერთმანეთი ლონდონელებმა, ლიგის საგზურისთვის : )

0.072144