რაგბი

18:58 | 1.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო გერმანიასთან ნინიაშვილის გარეშე ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურს გუნდის ლიდერის, დავით ნინიაშვილის გარეშე ჩაატარებს.

„ლიონის“ მორაგბეს ტრავმა აქვს, რის გამოც გერმანიასთან სასტარტო შეხვედრას გამოტოვებს. დაზიანების მიუხედავად, ის შეკრებას არ დატოვებს, რეაბილიტაციას გუნდთან ერთად გაივლის, რადგან არსებობს შანსი, რომ მომდევნო ორ შეხვედრაში თამაში მოახერხოს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 4 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

0.134233