ფეხბურთი

18:32 | 1.02.2024 | ნანახია NaN - ჯერ

კარლოს ალკარასი "იუვენტუსს": "მაქსიმუმს გავაკეთებ, მადლობა ნდობისთვის"

ტურინის „იუვენტუსმა“ არგენტინელი ფეხბურთელი კარლოს ალკარასი დაიმატა, რასაც ესპანელი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასი გამოეხმაურა.

ტურინული კლუბის სოციალურ ქსელში ცნობილმა ჩოგბურთელმა ხუმრობით დაწერა კომენტარი, თითქოს, „იუვემ“ ის დაიმატა: „მაქსიმუმს გავაკეთებ, მადლობა ნდობისთვის“.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ალკარასი „საუთჰემპტონში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 47 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მან კარიერა სამშობლოში, „რასინგში“ დაიწყო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:54 | 12.11.2020
თენგაბი (950)

შეიძლება ვცდები, მაგრამ რაღაც ნაძალადევად ჭიდაობს, თითქოს ვალს იხდისო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063925
სარეკლამო ადგილი - 99
X x X