„იუვენტუსმა“ ფედერიკო კიეზას წასვლის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა დასახა.
გარემარბის მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებში ჯერჯერობით პროგრესი არ ყოფილა.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსმა შესაძლოა კიეზა ზაფხულში გაყიდოს, თუ მანამდე ის ახალ კონტრაქტზე არ დათანხმდება.
კლუბმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებსაც კიეზას შემცვლელებად მოიაზრებს. მოკლე სიაში მოხვდნენ მატია ძაკანი („ლაციო“), გეორგი სუდაკოვი („შახტარი“) და დომენიკო ბერარდი („სასუოლო“).
იტალიელმა მიმდინარე სეზონში „იუვენტუსში“ 18 მატჩში 6 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.