20 წლის ინგლისელი ჯუდ ბელინგემი გასულ ზაფხულს შეუერთდა მადრიდის „რეალს“ დორტმუნდის „ბორუსიიდან“ და მალევე გახდა გუნდის ლიდერი. თავი ისე უჭირავს თითქოს წლებია „სამეფო კლუბში“ თამაშობსო. ახლახან მან კლუბის სტადიონი რომის კოლიზეუმს შეადარა.
„ცნობილია, რომ მადრიდის „რეალი" უდიდესი კლუბია მსოფლიოში. როცა ყველაფერს ახლოდან ხედავ, შთამბეჭდავია. თითქოს კოლიზეუმში თამაშობ, გლადიატორად გრძნობ თავს. განსაკუთრებული შეგრძნებებია.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდია ეს კლუბი. შეუძლებელია ქუჩაში გასვლა და შეუმჩნევლად დარჩენა. ეს კლუბი უმაღლესი დონისაა“, - უთხრა ბელინგემმა საკლუბო ტელევიზიას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
და მაგის მიხედვით უნდა განსაზღვრო
ვნახოთ როგორი სეხონი ექნება
აი შემდეგ რა იქნება ეგ არავინ იცის
წლევანდელი სეზონი საუკეთედო აქვს
ყოვრლ შემთხვევაში მე არ მახსოვს
შეიძლება არც ყოფილა
ამაზე ძლიერი არ ვიცი
ერთერთი საუკეთესო ლეგიონერი რეალის ისტორიაში