ფეხბურთი

0:34 | 1.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" 21 წლის არგენტინელი ნახევარმცველი დაიმატა

„იუვენტუსმა“ „საუთჰემპტონის“ ნახევარმცველი კარლოს ალკარასი დაიმატა. 21 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ლონდონში გაიარა და კონტრაქტი უკვე გააფორმა.

„იუვეს“ ის სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, რომლის ღირებულება 3.7 მილიონი ევროა, ხოლო ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლება ტურინელებს 50 მილიონ ევროდ ექნებათ. სამხრეთ ამერიკელი "იუვენტუსში" 26-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კარლოს ალკარასი „საუთჰემპტონში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 47 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მან კარიერა სამშობლოში, „რასინგში“ დაიწყო.

0.211518