ფეხბურთი

21:25 | 31.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

ქუთაისის „ტორპედომ“ კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი, ფელიპე პირესი დაიმატა.

28 წლის შემტევმა 2021-22 წლების სეზონი ჰოლანდიის ერედივიზიეში „დენ ჰააგის“ შემადგენლობაში გაატარა. მანამდე ჰოფენჰაიმში (გერმანია), მორეირენსესში (პორტუგალია), რიეკაში (ხორვატია), პალმეირასში (ბრაზილია), აუსტრიასა და ზალცბურგში (ავსტრია) თამაშობდა, ბოლოს კი უკრაინული დნიპრო 1-ის ღირსებას იცავდა.

პირესს ორჯერ აქვს მოგებული ავსტრიის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ ავსტრიისა და ხორვატიის თასი.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.

0.124591