ფეხბურთი

20:46 | 31.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინიმ ბოდიში მოიხადა

საუდის არაბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ბოდიში მოიხადა.

აზიის თასის მერვედფინალში სამხრეთ კორეასთან მატჩის დასრულებამდე იტალიელი გასახდელში შევიდა, რასაც გულშემატკივრების და ფედერაციის ხელმძღვანელობის გაბრაზებაც მოჰყვა, რომლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათთვის მანჩინის საქციელი მიუღებელია.

რობერტომ გასახდელში შესვლა მას მერე გადაწყვიტა, რაც მისმა გუნდმა მეორე პენალტი ვერ გაიტანა, ფიქრობდა, რომ თამაში დასრულდა და დამარცხდნენ, მაგრამ რეალურად, სამხრეთ კორეას კიდევ ჰქონდა პენალტი შესასრულებელი, რომელიც მათ გაიტანეს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მანჩინი გასახდელში მატჩის დასრულებამდე გაემართა.

მანჩინიმ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. როგორც მან აღნიშნა, ეგონა, რომ თამაში დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ნაკრები აზიის თასს მერვედფინალურ სტადიაზე სამხრეთ კორეასთან მატჩით გამოეთიშა.

0.117579