„ვალენსიამ“ მადრიდის „რეალიდან“ ნიჭიერ შემტევი პეტერ ფედერიკო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ფედერიკო კასტილიაში აღიზარდა, „რეალის“ მთავარ გუნდში კი 3 მატჩი აქვს ჩატარებული.
სამაგიეროდ, „ვალენსია“ დატოვა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გაბრიელ პაულისტამ. გამოცდილი ბრაზილიელი მცველი მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა.
პაულისტა „ვალენსიაში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 213 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მანამდე ის „არსენალის“, „ვილიარეალის“ და „ვიტორიას“ წევრი იყო.