ფეხბურთი

15:34 | 31.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ბიძინაშვილი "დინამო ბათუმიდან" ყაზახეთში გადავიდა

„დინამო ბათუმის“ ფეხბურთელი ირაკლი ბიძინაშვილი კარიერას „ჟენისში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ „ჟენისის“ მთავარი მწვრთნელი ქართველი სპეციალისტი, ლევან კორღალიძეა.

ირაკლი ბიძინაშვილი „დინამო ბათუმში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 70 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მანამდე მას „დილაში“, „იელგავაში“, „ნოასა“ და „საბურთალოში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112695