სხვა

11:00 | 31.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის პრეზიდენტის და ციგურაობის პრეზიდენტის ჯეიულ კიმის შეხვედრა განგვონში

განგვონში (სამხრეთ კორეა), ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფარგლებში, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, ციგურაობის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს ჯეიულ კიმს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში ფიგურული ციგურაობის განვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა ზამთრის სპორტის სახეობებს შორის ფიგურული ციგურაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებებს, რაც განაპირობა სახელმწიფოს, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის და ფიგურული ციგაურაობის ფედერაციის აქტიურმა თანამშრომლობამ და მზარდმა მხარდაჭერამ, ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის მნიშვნელოვანმა ძალისხმევამ.

ლერი ხაბელოვმა ციგურაობის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადებაზე, საფესტივალოდ თბილისსა და და ბათუმში ყინულის მოედნების მშენებლობის შესახებ.

ციგურაობის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა აღნიშნული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით და გამოთქვა რწმენა, რომ ახალი საციგურაო მოედნები ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას და ფიგურული ციგურაობის შემდგომ განვითარებას საქართველოში. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოციგურავეები უკვე სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ საერთაშორისო სარბიელზე და ახლო მომავალში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც იტყვიან თავიანთ სიტყვას. თქვენ ამას შეძლებთ ერთობლივი მუშაობით და ციგურაობის საერთაშორისო კავშირის თანადგომით - აღნიშნა ჯეიულ კიმმა. მან მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ კომიტეტის პრეზიდენტს საქართველოში ფიგურული ციგურაობის აქტიური მხარდაჭერისთვის.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა ისაუბრა საქართველოში ფიგურული ციგურაობის პროგრესზე, რასაც ადასტურებს ბოლოდროინდელი შედეგები.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114818