ფეხბურთი

2:10 | 31.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთი სენსაცია აფრიკის თასზე: სამხრეთ აფრიკამ მაროკო დაამარცხა

აფრიკის თასზე მერვედფინალური ეტაპი სენსაციით დასრულდა, რადგან ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი მაროკოს ნაკრები ასპარეზობას გამოეთიშა.

ვალიდ რეგრაგის გუნდმა სამხრეთ აფრიკასთან წააგო, რომელიც ნამდვილად აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც წარსულში და მთლიანად შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

მიუხედავად ამისა, „ბაფანა ბაფანამ“ მოიგო. 57-ე წუთზე ანგარიში ევიდენს მაკგოპას გოლით გაიხსნა. გარდამტეხი 84-ე წუთი გამოდგა, როდესაც აშრაფ ჰაკიმი პენალტი ვერ გაიტანა. მაროკოს ნაკრები ამის შემდეგ საბოლოოდ გატყდა, თუმცა არც იქამდე ბრწყინავდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მაროკოს კარში მეორე გოლი ტებოჰო მოკოენამ გაიტანა - 2:0.

ამრიგად, აფრიკის თასის მეოთხედფინალში შემდეგი წყვილებია:

ნიგერია - ანგოლა

კაბო ვერდე - სამხრეთ აფრიკა

მალი - კოტ დივუარი

დ.რ. კონგო - გვინეა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11505