ფეხბურთი

0:31 | 31.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "ვერონასთან" მატჩისთვის ემზადება, "ნაპოლის" შეცდომის უფლება არ აქვს

„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში „ვერონასთან“ მატჩისთვის ემზადება. ვალტერ მაძარიმ ფეხბურთელებს ორშაბათი დასვენებისთვის გამოუყო, დღეს კი, გუნდმა ვარჯიში განაახლა.

ხვიჩა კვარაცხელიას „ლაციოსთან“ დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, რომელიც მოიხადა და მოედანზე გასასვლელად მზადაა. „ვერონასთან“ მას კარგი მოგონებები აკავშირებს, რადგან სერია A-ში სადებიუტო გოლი ამ გუნდს გაუტანა, პირველ წრეში კი, ვერონაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასიც გაკაეთა. „ნაპოლი“ „ვერონას“ 4 თებერვალს უმასპინძლებს.

0.116846