ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელი ივან რაკიტიჩი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
35 წლის ნახევარმცველი „ალ-შაბაბში“ გადავიდა. ტრანსფერი "სევილიამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომელსაც ივანი ცრემლებით დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, რომ ივან რაკიტიჩს კარიერის განმავლობაში „ბაზელში“, „შალკეში“, „სევილიასა“ და „ბარსელონაში“ აქვს ნათამაშები.