მადრიდის „რეალი" დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებს „პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე, თუმცა შესაძლოა გარიგება არ განხორციელდეს. ამ შემთხვევაში „სამეფო კლუბმა“ აირჩია კანდიდატი, რომელსაც შეუძლია შეუერთდეს გუნდს, თუ მბაპეს ტრანსფერი ჩაიშლება - გვამცნობს Defensa Central.
ესპანელებისთვის B გეგმა „მილანისა“ და პორტუგალიის ნაკრების გარემარბი რაფაელ ლეუა. მადრიდული კლუბი მას მბაპეს პოტენციურ შემცვლელად ხედავს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეაუთი „ნიუკასლი“ და პსჟ დაინტერესდნენ. ლეაუ მილანში 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში გარემარმა „როსონერის“ შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომლეშიც ექვსი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.