საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კანდიდატი, ვილი ისიანი, კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. 26 წლის მძიმე ფორვარდი ქართული სუპერლიგის ლიდერის თსუ-ს მოთამაშე გახდა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს 15 წლის ისიანმა 127 ქულიანი აბსოლუტური რეკორდი მოხსნა საქართველოს და ევროპის მასშტაბით.
„თსუ-მ წინა ხაზში სოლიდური შევსება მიიღო ჩვენს გუნდში კარიერას გააგრძელებს წარსულში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი და ეროვნული გუნდის კანდიდატი, ვილი ისიანი უნივერსალური კალათბურთელი თსუ-ში ესპანური „ხუვენტუდ ალკარადან“ გადმოვიდა.
ისიანს უთამაშია ამერიკის სტუდენტური ლიგის პირველი დივიზიონის გუნდ „დეტროიტ მერსიში,“ სადაც 3 სეზონის მანძილზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ისიანი თსუ-სთან ერთად ვარჯიშობს და მისი დებიუტი სავარაუდოდ უახლოეს მატჩში შედგება.“ - წერია თსუ-ს ოფიციალურ განცხადებაში.