ფეხბურთი

10:07 | 30.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ „მილანის“ შეთავაზება მიიღო

იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შესაძლოა „მილანი" მომავალ ზაფხულს ჩაიბაროს - გვამცნობს Football Italia.

აღსანიშნავია, რომ იტალიელმა სპეციალისტმა „როსონერის“ ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებული პირობები უკვე მიიღო.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კონტე წვრთნიდა „ჩელსის,“ „იუვენტუსს,“ „ინტერს,“ „ატალანტას,“ „სიენას,“ „ბარის“ და იტალიის ეროვნულ გუნდს. სპეციალისტის ბოლო გუნდი „ტოტენჰემი“ გახლდათ. იტალიელმა ლონდონური კლუბი გასული წლის მარტის ბოლოს დატოვა.

„მილანი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ამჟამად მესამე ადგილზეა. პიოლის გუნდმა 22 ტურის შემდეგ 46 ქულა დააგროვა.

0.113102