„უნიონ ბერლინს“ გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში „დარმშტადთან“ ქალმა უხელმძღვანელა.
მარია-ლუიზ ეტა გახდა პირველი ქალი მწვრთნელი, რომელმაც ბუნდესლიგაში იმუშავა. „უნიონმა“ მეტოქეს 1:0 აჯობა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
32 წლის მარია-ლუიზ ნენად ბიელიცას ასისტენტია, რომელიც 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, სწორედ ამიტომ „უნიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი შეცვლა მოუწია და მომდევნო ორ შეხვედრაშიც მოუწევს გუნდის გაძღოლა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგათი საშველი არ არი
ვერც კაცი ვერც ქალი ვერც უცხოპლანეტელი
ინგლისის ნაკრებს ვერავინ უშველის
ინგლისის ნაკრებს კი საერთოთ მთავარ მწვრთნელათ უნდოდა ქალი
მაგრამ ჯერ ისევ საუთგეითია იქ
ძაან საინტერესოა ეს ყველაფერი