სხვა

14:52 | 29.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

სანდრო ბაზაძე ზედიზედ მესამედ საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ქალაქმა მეზონ-ალფორმა ხმლით გუნდურ პირველობაში საფრანგეთის ჩემპიონატს უმასპინძლა.

ტურნირის გამარჯვებული გახდა კლუბი „ორლეანი“, რომლის ლიდერიც მსოფლიოს ნომერი პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა. კლუბის ღირსებას ბაზაძესთან ერთად ფრანგი მოფარიკავეები ბოლად აპიტი და ძმები - ჟან-ფილიპ და სებასტიან პატრისები იცავდნენ.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ პრესტიჟული ტურნირის მოგება კლუბ „ორლეანის“ შემადგენლობაში 2022 და 2023 წლებშიც შეძლო.

0.12705