„სევილიას“ მცველმა სერხიო რამოსმა ესპანეთის ლა ლიგაში 521-ე მატჩი ჩაატარა და ლიონელ მესის გადაასწრო.
არგენტინელს ესპანეთის ჩემპიონატში 520 თამაში აქვს ჩატარებული. რამოსი მერვე ადგილზე გადავიდა ლა ლიგაში მატჩების რაოდენობით, პირველ ადგილს ხოაკინ სანჩესი და ანდონი სუბისარეტა იყოფენ.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი „სევილიაში“ გასულ სეზონს დაბრუნდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე 22 მატჩში 5 გოლი გაიტანა.