ფეხბურთი

3:11 | 29.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა, ეგვიპტე გავარდა

აფრიკის თასზე მორიგი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა და მეოთხედფინალისტების ვინაობაც გაირკვა.

გვინეის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში აჯობა ეკვატორულ გვინეას 1:0 და მომდევნო ეტაპზეა.

კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ეგვიპტის შეხვედრა. მოჰამედ სალაჰის გარეშე ეგვიპტელებმა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ პენალტების სერიამდე მივიდნენ (1:1).

თუმცა, იქ მარცხი განიცადეს - 7:8. გადამწყვეტი შეცდომა მეკარემ, გაბასკიმ დაუშვა, რომელმაც ბურთი ხარიხას გაარტყა. სხვათა შორის, ეგვიპტელთა მხრიდან მეორე პენალტი მოსტაფა მოჰამედმა ვერ გაიტანა, რომელმაც მანამდე თამაშიდან ზუსტად შეასრულა პენალტი და ანგარიში გაათანაბრა.

საბოლოოდ, კონგო დ.რ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც გვინეის ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110817