აზიის თასზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო და ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ავსტრალიის ნაკრებმა იოლად დაძლია ინდონეზიის ბარიერი, რომელსაც 4:0 აჯობა.
უფრო გამოსარჩევია ტაჯიკეთის წარმატება, რომელმაც პირველად ითამაშა მერვედფინალში და ახლა მეოთხედფინალში ითამაშებს პირველად. ტაჯიკეთმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აჯობა. მატჩი 1:1 დასრულდა, საამიროებმა 95-ე წუთზე შეძლო გათანაბრება, მაგრამ პენალტებში ტაჯიკები უშეცდომონი იყვნენ.
ტაჯიკეთის ნაკრებს პეტარ სეგრტი ავარჯიშებს, საქართველოს ეროვნული და 21-წლამდე ნაკრებების ყოფილი მწვრთნელი. სამწვრთნელო შტაბში არიან თამაზ ბოკერია და გელა შეყილაძე.
ტაჯიკეთი მეოთხედფინალში ერაყისა და იორდანიის გამარჯვებულს შეხვდება, ავსტრალია საუდის არაბეთს ან სამხრეთ კორეას.